საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თინა ხიდაშელის შეფასებით, "ცივილიზაციაზე პრეტენზიის მქონე ქვეყანაში, ასეთი რამ არ შეიძლება, ხდებოდეს".
ხიდაშელმა დღეს რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის შედეგები შეაფასა.
"მე მთელი საქართველოსა და მსოფლიო თანამეგობრობის გასაგონად მინდა, ვთქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება მისი პირველი პირიდან ნებისმიერი სხვა დეპუტატის ჩათვლით, გმობს და ემიჯნება იმას, რაც დღეს რუსთაველის გამზირზე მოხდა. ეს მიუღებელია. ცივილიზაციაზე პრეტენზიის მქონე ქვეყანაში ხდებოდეს ასეთი რამ, არ შეიძლება და მას შემდეგ რაც ვითარება დაწყნარდება და მე დარწმუნებული ვარ, სამართალდამცველები ამას მოახერხებენ ზუსტად ისე, ისეთივე წარმატებით, როგორც აქციაზე მოახერხეს, ასევე ეფექტურად მოახდენენ ამ აქციის შედეგებზე რეაგირებას", - განაცხადა ხიდაშელმა.