უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, მანანა კობახიძე არ ეთანხმება არასამთავრობოების შეფასებას, რომ პოლიციამ ვერ უზრუნველყო მომიტინგეების დაცვა და აცხადებს, რომ პოლიციამ ხელკეტების გარეშე მოახერხა ორი მხარის დაშორება. მისივე თქმით, ეს იყო მინიმალური ზიანი, რომლის გარეშეც შეუძლებელი იყო ხალხმრავალ აქციაზე ამ ყველაფრის აღკვეთა.
"ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ პოლიციამ შეძლო ამ ადამაინების განცალკევება. რომ არა პოლიციის ძალიხმევა ბევრი ადამიანი დაშავდებოდა. აქციის მონაწილე ბევრად მეტი იყო, რომლებიც ჰომოფობიის წინააღმდეგ აქციას აპროტესტებდა.
მათი ადამიანური რესურსი მაქსიმალურად უმკლავდებოდა ამ დაპირისპირებას. ჩვენმა პოლიციამ კატეგორიულად უარი თქვა ხელკეტების, მხუთავი გაზის გამოყენებაზე, რითიც ხასიათდებოდა პოლიციის ქმედება მთელი ამ წლების განმავლობში. შენიშვანაც იყო გაკეთებული, ჩერგოლეიშვილის მხრიდან, რომ პოლიცია მხოლოდ პერანგებით იყო. დიახაც, არ იყო იმ ხელკეტებით. ხელებით მოახერხა პოლიციამ ამ ორი მხარის დაშორება. ძალადობა აბსოლიტურად მიუღებელია და მისი რაიმე გამოვლინება არ დარჩეს დასჯის გარეშე. ვაცადოთ პოლიციას, პოლიცია მოქმედებს. ალბათ ეს იყო ის მინიმალური ზიანი, რომლის გარეშეც შეუძლებელი იყო ხალხმრავალ აქციაზე ამ ყველაფრის აღკვეთა. მე არასამთავრობოებს ნამდვილად ვერ დავეთანხმები იმ შეფასებში, თითქოს პოლიციამ ვერ უზრუნველყო მომიტინგეების დაცვა. გამოხატვის თავისუფლება ორივე მხარეს ჰქონდა", - განაცხადა კობახიძე.