ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე მაღაზია "პოპულის" მენეჯერის მტკიცებით, მაღაზიაში ლგბტ აქტივისტები არ იმყოფებიან და არც ყოფილან.
"ერთ-ერთი ბიჭი შემოვიდა მეგობარ გოგოსთან ერთად, აპირებდა წყლის ყიდვას, თუმცა მის მიმართ მაშინვე დიდი აგრესია წამოვიდა, რის გამოც, მან მეგობართან ერთად მეორე გასასვლელიდან დატოვა მაღაზია. საერთო ჯამში, ის 5 წუთიც კი არ გაჩერებულა მაღაზიაში", - განაცხადა მუშკუდიანმა.
მისივე თქმით, საპროტესტო აქციის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ მაღაზია და საკუთარი თვალით ნახეს, რომ მაღაზიაში არავინ იმყოფებოდა.
მუშკუდიანის განმარტებით, მაღაზიაში არაფერი დაზიანებულა, თუმცა მათ რამდენიმე სააათით მაღაზია მაინც დაკეტეს, რომ ქაოსური მდგომარეობა არ შექნილიყო. ცოტა ხანში მაღაზია მუშაობას გააგრძელებს.