ქაშვეთის ტაძრის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მცირე არეულობა მოხდა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი რუსთაველის გამზირიდან იტყობინება , სიტყვიერი დაპირისპირება აქციის მონსაწილეებსა და სასულიერო პირებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც მოძღვრებმა მოქალაქეებს საავტომობილო გზის გახსნისკენ მოუწოდეს. ამან აქციის მონაწილეების უკმაყოფილება გამოიწვია.
მათი განცხადებით, გზის სავალ ნაწილზე ყოფნის უფლება 16:00 საათამდე აქვთ.
აქციის მონაწილეები კვლავ რჩებიან გზის სავალ ნაწილზე და სკანდირებენ "საქართველო, საქართველო".