უშიშროების საბჭოს მდივანის გიგა ბოკერიას განცხადებით, ‘’სასულიერო პირებმა, რომლებმაც დღეს დანაშაული ჩაიდინეს, პასუხი უნდა აგონ".
ამის შესახებ ბოკერიამ რუსთაველის გამზირზე დღეს მომხდარი ინციდენტის დროს ეკლესიის როლზე საუბრისას განაცხადა.
"რაც შეეხება სასულიერო პირებს, ნებისმიერ მათგანი, რომელიც ძალადობას ჩაიდენს, ან აშკარად საფრთხის შემცველ ვითარებაში ძალადობისკენ მოუწოდებს, საქართველოს კანონმდებლობით დანაშაულს სჩადის. ყველამ პასუხი უნდა აგოს. სასულიერო პირობა რა, ლიცენზიაა დაუსჯელი ძალადობისკენ?! იმედი მაქვს, რომ ეკლესიაშიც აღმოჩნდება ხალხი, ვინც ამას გარკვევით იტყვის, თუმცა სამწუხაროდ, რაც ვიხილეთ, იყო ის, რომ "მორალური" ინიციატივა ჰქონდა იმ ხალხს სასულიერო პირებს შორის, რომლებიც აშკარა სიძულვილს ქადაგებდა და ძალადობას ღიად ჩადის და ისინი კანონის საფუძველზე უნდა იყვნენ დასჯილები", - განაცხადა ბოკერიამ.