რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები შეხვედრას მართავენ, სადაც იმსჯელებენ, რა ნაბიჯებს მიმართავენ მომხდარ ინციდენტზე.
დეპუტატ ჩიორა თაქთაქიშვილის განცხადებით, იმ ფონზე, რაც თბილისში ხდება, ძნელია კონცენტრაცია პარლამენტის სხდომაზე გააკეთო. თაქთაქიშვილის შეფასებით, დღეს საქართველოს ჰანიბალიზაციას ვადევნებთ თვალს.
"დღეს თბილისში ხდება გაუგონარი რამ - ძალადობა, საქართველოს თალიბანიზაციას ვადევნებთ თვალს. ჟურნალისტებზე და ასევე საელჩოს წარმომადგენლებზე იყო თავდასხმის მცდელობა. ეს დამახასიათებელი არის მხოლოდ უკიდურეს გადაშენების მყოფი ქვეყნებისთვის. ამ ვითარებაში პარალმენტის სხდომაზე საკითხების განხილვა ძნელი არის, რადგან ხედავ თბილისში რაც ხდება და ძნელია კონცენტრაცია გააკეთო იმ ტექნიკურ საკითხებზე, რომელიც უკავშირდება ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიული ინსიტუტების შენარჩენებას. ფაქტია, რომ დღეს საქართველოში სახელმწიფო არ არსებობდა", - აცხადებს ჩიორა თაქთაქიშვილი.
უმცირესობის წევრებმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დასვეს საკითხი, რომ დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხების განხილვა შეჩერებულიყო და პარლამენტს ყურადღება რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენებისთვის დაეთმო. დღევანდელ მოვლენებთან დაკავშირებით შეფასებები სესიაზე უმცირესობის მხრიდან კეთდებოდა იმ ფონზე, როცა უმრავლესობის წარმომადგენლებმა დრო "მაუწყებლობის შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებს დაუთმეს.