,პოლიციამ მოახერხა, რომ დაპირისპირებულ ჯგუფს შორის შეტაკება არ მომხდარიყო", - განაცხადა ჟურნალისტებთან იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკინმა დღევანდელი აქციის კომენტირებისას.
,,პროტესტის თუ აზრს გამოხატვის უფლება ორივე ჯგუფს თანაბრად ჰქონდა. ეს წერია კონსტიტუციაში და ყველა ცივილიზებული ქვეყნის კანონში. ორივე ჯგუფს უფლება ჰქონდა გამოეხატა თავის აზრი, პროტესტი მისაღები თუ მიუღებელი ფორმით. მთავარი აქ იყო ის, რომ პოლიციამ უკიდურესად დაძაბულობის მიუხედავად, მაქსიმალურად მოახერხა, რომ შეტაკება არ მომხდარიყო ორ დაპირისპირებულ ჯგუფს შორის. ეს იყო მთავარი მიზანი და ეს მიზანი მიღწეულია", - განაცხადა წულუკიანმა და აღნიშნა, რომ ორი მხარეს არსებობის უფლება აქვს.