ბიზნესმენი ლევან ვასაძე თბილისში ლგბტ აქციის მოწყობას გაუმართლებლად და შეურაცხმყოფელად მიიჩნევს. ვასაძე დღეს თავისუფლების მოედანზე ლგბტ აქტივისტების წინააღმდეგ სასულიერო პირების ინიციატივით გამართულ აქციას შეუერთდა.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ისეთი წმინდა ქალაქისთვის, როგორიც თბილიისა, ლგბტ აქციის დემონსტრირება შეურაცხმყოფელია.
"ჩვენ ვართ ქალაქის მკვიდრნი, სადაც 100 000-მა მოწამემ თავი გაწირა სარწმუნოების დაცვისთვის და ამ წმინდა ქალაქში გარყნილების აღლუმი არის პირდაპირი შეურაცხყოფა ჩვენი ეროვნების, ჩვენი ტრადიციების და ჩვენი გრძნობების. ერმა გამოხატა თავისი ნება, სამართალდამცავებმა რაც შეეძლოთ გააკეთეს წესრიგის დასაცავად. მადლობა ღმერთს, რომ მსხვერპლი არ ყოფილა და ყველამ დაინახა, რომ თბილისი არ არის ამსტერდამის წითელი შუქების კვარტალი", - განაცხადა ლევან ვასაძემ.