მეუფე იაკობმა ფილარმონიასთან, "პოპულთან" შეკრებილ აქციის მონაწილეებს სამებაში წასვლისკენ მოუწოდა. მეუფე იაკობმა ეს განცხადება "პოპულიდან" გამოსვლის შემდეგ გააკეთა.
"რეალურად თუ არ ვიცით რას ველოდებით, უმჯობესი იქნება თუ წავალთ სამებაში, სადაც კიდევ ერთხელ აღევლინება პარაკლისი", – განაცხადა მეუფე იაკობმა.
აქციის მონაწილეების თქმით, "პოპულში" ლგბტ აქციის წარმომადგენლები იმალებოდნენ და ისინი მათ ელოდებიან.