არასამთავრობო ორგანიზაცია "იდენტობა" განცხადებას დღის ბოლოს გააკეთებს.
ამის შესახებ "პირWელს" "იდენტობის" წარმომადგენელმა ირაკლი ვაჭარაძემ განუცხადა.
"ჩვენ ყველანი კარგად ვართ, ყოველშემთხვევაში, ვისთანაც მე კავშირი მქონდა. მოვლენების განვითარებას ვაკვირდებით და დღოს ბოლოს განცხადებას გავავრცელებთ", - განაცხადა ვაჭარაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს, ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღესთან დაკავშირებით "იდენტობის" აქცია რუსთაველის გამზირზე იყო დაგეგმილი, თუმცა სასულიერო პირებისა და მრევლის წინააღმდეგობის გამო აქცია ჩაიშალა.