რუსთაველის გამზირზე მყოფი, აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის გიორგი გაბედავას შეფასებით, "სამართალდამცველებმა დღეს დაამტკიცეს, რომ საქართველოს ქართული პოლიცია ჰყავს".
ამასთან, გაბედავა სამართალდამცეველბს მადლობას უხდის.
რაც შეეხება იმას, თუ როდის დასრულდება რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქცია, როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, მათ აქვთ ინფორმაცია, რომ 16:00 საათზე რუსთაველის გამზირზე ლგბტ პირები აპირებენ მისვალს, რის გამოც აქციის მონაწილეები მიმდებარე ტერიტორიის დატოვებას არ გეგმავენ.