სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ფილარმონიასთან მდებარე სუპერმარკეტ "პოპულის" მიმდებარე ტერიტორია სამართალდამცველების დახმარებით დატოვა.
როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, ნანუაშვილს სექსუალური უმცირესობების საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და სახალხო დამცველი მათი უფლებების დაუცველობაში დაადანაშაულა.
თავად ნანუაშვილის განცხადებით კი, ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლება და ამას საქართველოს მოქალაქეებმა პატივი უნდა სცენ.
რაც შეეხება პოლიციის ქმედებას, როგორც ნანუაშვილი განმარტავს, სამართალდამცველებმა პირველ ეტაპზე სიტუაციის გაკონტროლება შეძლეს, თუმცა მას შემდეგ, რაც ქაოსი წარმოიშვა, ეს გაუჭირდათ.
ამ დროისთვის ნანუაშვილი "პოპულის" მიმდებარე ტერიტორიიდან სამართალდამცველებმა გაიყვანეს.