დეპუტატი გია ცაგარეიშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ სამოქალაქო მშვიდობის დასაცავათ ყველაფერი გააკეთა. როგორც კოალიცია "ქართული ოცნების" წევრმა ჟურნალისტებს რუსთაველზე მიმდინარე აქციის შეფასებისას განუცხადა, აქცია კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ხელისუფლების პასუხისმგებლობას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაზე.
"ჩვენ საზოგადოებას პირობა მივეცით და ყველაფერს გავაკეთებდით, რომ სამოქალაქო მშვიდობა აქციაზე დაცული ყოფილიყო. გავაკეთეთ ყველაფერი, რაც ჩვენ ძალებში იყო. მე მესმის, ძალიან ბევრი ადამიანი იყო ამ აქციის წინააღმდეგი. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, საქართველოს კონსტიტუცია მოქმედებს საქართველოს მთელს ტერიოტორიაზე და კანონის წინაშე ყველა თანასწორია. ადამიანებს აქვთ უფლება შეიკრიბონ თავისუფლად და გამოხატონ თავისი ნება. საქართველოს ნებისმიერი ხელისუფლება, ამჟამინდელი და მომავალი, ვალდებულია უზრუნველოყოს სამოქალაქო მშვიდობა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. ეს არის ჩვენი ვალდებულება და ჩვენ ამ ვალდებულებას შევასრულებთ, ვიდრე ხელისუფლებაში ვართ", - განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.