საპარლამენტო უმცირესობის წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი რუსთაველის გამზირზე მომხდარ ინციდენტს ტოტალურ სიბნელედ მიიჩნევს. მისი შეფასებით, რაც აქციაზე მოხდა ბოროტებისა და სისასტიკის გამოვლინება იყო.
მისი თქმით, ლინჩის წესით გასამართლება პოლიტიკის ნაწილი გახდა და ეს მთავრობამ წაახალისა.
"ძალიან მძიმეა ამის ყურება, როდესაც ამ ყველაფერში მონაწილეობას იღებენ სასულიერო პირები, ისინი არ ერიდებიან ცემა-ტყეპაში და სისასტიკეში ბავშვების ჩართვას. ეს ყველაფერი იმ პოლიტიკის შედეგია, რასაც საქართველოში ყოველ დღე ვადევნებთ თვალს. პოლიტიკის ჩვეულებრივი ნაწილი გახდა ლინჩის წესით გასამართლება, ცხვირ-პირის გართიანება, ცემა-ტყეპა, გატყავება. მაშინ, როდესაც პოლიტიკოსები თვითონ წაახალისებენ ძალადობას, სწორედ ეს არის იმის გამოხატულება და იმის მიზეზიც, რომ ქვეყანაში დაისადგურა სიბნელემ. ამას ჭირდება პასუხი და სახელმწიფო, რომელიც პასუხს გასცემს აგრესიას. მაგრამ, მაშინ როდესაც დღემდე არ არიან დასჯილი სისატიკეში ბრალდებული პირები, ხელისუფლების წარმომადგენლები და პირიქით, მათ ქება-დიდებით მოიხსენიებენ. სამწუხაროა, რომ სწორედ ამას ასეთ სავავალო და ტრაგიკულ შედეგამდე მივყავართ,"- განაცხადა ჩიორა თაქთაქიშვილმა.