"თავისუფლების მოედნიდან" სამების საკათედრო ტაძრისკენ დაძრულ საპროტესტო მსვლელობას ავტომანქანების მძღოლები საყვირებით ხვდებიან. მძღოლები სასულიერო პირების თხოვნას უერთდებიან, რომლებმაც მძღოლებს სოლიდარობის ამ ფორმით გამოხატვისკენ მოუწოდეს.
აღსანიშნავია, რომ სამებისკენ დაძრული მსვლელობა "კოლმეურნეობის მოედნის" გავლით მშრალ ხიდზე გადავიდა და ამ დროისთვის ე.წ.ვორონცოვის მოედანზე იმყოფება. აქციის მონაწილეებს მხოლოდ გზის ერთი ნაწილი აქვთ გადაკეტილი, რის გამოც, მანქანებს გადაადგილება შეუძლიათ.
მეუფე იაკობის განცხადებით, სამების საკათედრო ტაძარში სამადლობელ პარაკლისს გადაიხდიან.