კოლმეურნეობის მოედანზე ერთ-ერთ სამარშრუტო ტაქტს, რომელშიც სავარაუდოდ, ლგბტ-ები და მათი მხარდამჭერები ისხდნენ, ქვები დაუშინეს.
როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, ინციდენტის შედეგად, სავარაუდოდ, არიან დაშავებულები. დაშავდა პოლიციის ერთ-ერთი თანამშრომელიც.
არსებული ცნობით, მას ფეხი აქვს მოტეხილი. სხვა დაშავებულების შესახებ კონკრეტული ინფორმაცია ჯერ ცნობილი არაა, თუმცა შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების სამსახური უკვე გამოძახებულია.