მეტრო "თავისუფლების მოედნის" ამოსასვლელთან შს მინისტრის მოადგილე ვახტანგ გომელაური მივიდა, რომელიც მეუფე იაკობს ესაუბრა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება. რუსთაველი გამზირზე ორივე მხარეს სამართალდამცავების კორდონია გაკეთებული. კორდონის შიგნით იმყოფება რამდენიმე სასულიერო პირი. მათ შორის არის ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი.
სამართალდამცვებსა და სასულიერო პირებს შორის საუბარი რამდენიმე ხნის წინაც შედგა, თუმცა საუბრის დეტალებზე კომენტარს არც ერთი მხარე არ აკეთებს.
რამდენიმე წუთის წინ აქციის მონაწილეებმა და სასულიერო პირებმა კორიდორი გაარღვიეს და თავისუფლების მოედნისკენ წავიდნენ, სადაც ლგბტ აქტივისტები არიან შეკრებილი.
ამ წუთებში პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლა მიმდინარეობს.
ლგბტ აქტივისტებმა პუშკინის სკვერი დატოვეს.
პოლიცია ყველაფერს აკეთებს დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად.