სამართლადამცველები ავტობუსებით ლგბტ-ების აქციის მონაწილეების გაყვანას ცდილობენ.
სასულიერო პირები და მრევლი სამართალდამცველბს ამის საშუალებას არ აძლევენ და ავტობუსებს მისდევენ, თუმცა რამდენიმე ავტობუსმა ტერიტორია უკვე დატოვა.
ლესელიძის ქუჩაზე აქციის მონაწილეებმა ერთ-ერთ ავტობუსს მინები ჩაუმსხვრიეს. პოლიციია მათ დამშვიდებას ცდილობს, თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ.
ამის შემდეგ ავტობუსში ერთ-ერთი სასულიერო პირი ავიდა და აქციის მონაწილეებს დამშვიდებისა და ავტობუსის გატარებისკენ მოუწოდა, რის შემდეგაც ავტობუსმა ტერიტორია დატოვა.
შეგახსენებთ, რომ სასულიერო პირებსა და სამართალდამცველებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
სასულიერო პირებმა გაარღვიეს სამართალდამცველების კორდონი, რომელიც ეროვნულ მუზეუმთან იყო განთავსებული. ისინი თავისუფლების მოედნისკენ მიემართებიან, სადაც ასევე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები.