აქციის მონაწილეებს ჭინჭრის კონებთან ერთად კვერცხებიც აქვთ მიტანილი. სასულიერო პირებისა და მრევლის ნაწილმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან მეტროსადგურ "თავისუფლების მოედნისკენ" გადაინაცვლა.
როგორც ისინი აცხადებენ, მათ აქვთ ინფორმაცაი იმის შესახებ, რომ ლგბტ ადამიანები სწორედ "თავისუფლების მოედნიდან" აპირებენ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მისვლას, რის საშუალებასაც არ მისცემენ.
სასულიერო პირების და მრევლის პიკეტის წინ სამართალდამცავთა კორდონია გაკეთებული.