პარლამენტთან შეკრებილი საზოგადოება ლგბტ-ებსა და მათ მხარდამჭერებს "ერთი ადგილის" ჭინჭრით დამუშავებით ემუქრება.
როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას აქციის ერთ-ერთმა მონაწილე ნაზი ბეგაშვილმა განაცხადა, ჭინჭარი იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს ჰომოფობების წინააღმდეგ პარლამენტის წინ აქციის გაართვას გეგმავენ, "ნამდვილად დაეხმარა".
"ჭინჭარი არაერთ დაავადებას შველის. ამ გარყვნილების ფსიქიკასაც უშველის, როდესაც "ზოგიერთ ადგილს" დავუმუშავებთ, თუკი აქ გამოჩნდებიან. 20-საუკუნოვან მართლმადიდებლურ რელიგიას ვერავის წავაბილწვინებთ", - განაცხადა ნაზი ბეგაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ პარლამენტის შენობის წინ ბასილ მკალავიშვილისა და მისი თანმხლები პირების გარდა სასულიერო პირები და სხვადასხვა ეკლესიის მრევლიც იკრიბება. ისინი რუსთაველის გამზირზე ხატებითა და ჭინჭრით არიან მისული. ადგილზე გამოფენილია პლაკატები, წარწერით: "ჩვენ არ ვზღუდავთ თავისუფალ აზრს, არამედ ვგმობთ გარყვნილი ცხოვრების გასაჯაროებას", "არ ვეგუებით გარყვნილების პროპაგანდას", "ეს არის სოდომისა და გომორის ცოდვა".