ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის დეკანოზის, მამა ელიზბარის განცხადებით, თუკი საქართველოში აკრედიტებული საელჩოს წარმომადგენლები სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებს "წინ გაუძღვებიან", ხალხი უკონტროლო გახდება და საპროტესტო აქციებს საელჩოებთან გამართავს.
"მოვუწოდებ საელჩოს წარმომადგენლებს, ნუ გამოუძღვებიან მათ წინ. უკიდურეს შემთხვევაში, ხალხი უკონტროლო გახდება, საპროტესტო აქციებს საელჩოებთან გამართავს და მათ გაუქმებას მოითხოვს, ნუ გააკეთებენ ამას", - განაცხადა მამა ელიზბარმა.
რუსთაველის გამზირზე, მოძრაობა გადაკეტილია. აქციის საპროტესტოდ როგორც პარლამენტთან, ისე მეტროსადგურ "თავისუფლების მოედანთან" სასულიერო პირები და მრევლია შეკრებილი, რომელთაც ხატებთან ერთად ჭინჭრის კონები აქვთ მიტანილი.