მეტრო "თავისუფლების მოედნის" ამოსასვლელთან ამ წუთებში შს მინისტრის მოადგილე ვახტანგ გომელაური მივიდა, რომელიც მეუფე იაკობს ესაუბრება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება.
რუსთაველი გამზირზე ორივე მხარეს სამართალდამცავების კორდონია გაკეთებული. კორდონის შიგნით იმყოფება ოცამდე სასულიერო პირი. მათ შორის არის ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი.
სამართალდამცვებსა და სასულიერო პირებს შორის საუბარი რამდენიმე ხნის წინაც შედგა, თუმცა საუბრის დეტალებზე კომენტარს არც ერთი მხარე არ აკეთებს. სავარაუდოდ, სასულიერო პირებმა სამართალდამცავებს საკუთარი წინადადებები შესთავაზეს და პასუხს ელოდებიან.
მოსწავლეთა სასახლის მიმდებარე ტერიტორია ქაშუეთამდე მთლიანად დაკავებული აქვთ აქციის მონაწილეებს, რომლებიც აპროსტესტებენ დღეს ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილ აქციას.