შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელები იმერეთის, რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლებს შეხვდნენ, რომლებიც აღნიშნულ რეგიონში ოკუპაციის ხაზის მიმდებარე სოფლებში ასრულებენ თავის მოვალეობას. შეხვედრები ასევე გაიმართა ე.წ. „ადმინისტრაციული საზღვრის“ მიმდებარე სოფლების რწმუნებულებთან და საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევის მოსახლეობასთან.
შეხვედრებზე განიხილეს ბოლო პერიოდში მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტები და იმსჯელეს აღნიშნული პრობლემის პრევენციის გზებზე. საუბარი ასევე შეეხო ჰუმანიტარული ტიპის საკითხებს და ოკუპირებული ზონის მიმდებარე ტერიტორიის მოსახლეობის პრობლემებს.
შინგან საქმეთა სამინისტრო ინტენსიურად მუშაობს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდებარე სოფლების მოსახლეების ინტერესების დასაცავად და აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით საინფორმაციო–ანალიტიკური დეპარტამენტი განაგრძობს შეხვედრებს.