რუსთაველის გამზირზე სასულიერო პირები და მრევლი ორ ნაწილად არიან განლაგებული. როგროც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, ერთი ნაწილი "თავისუფლების" მეტროსთან დგას , სადაც პოლიციელებს ჯებირები აქვთ გაკეთებული, როგორც საავტომობილო გზაზე, ასევე ტროტუარზე.
მრევლის მეორე ნაწილი ქაშვეთის ეკლესიასთან და პარლანენტის შენობის წინ ერთმანეთის სიახლოვეს არიან. სასლიერო პირები ქადაგებენ, მრევლი კი გალობებს ასრულებს.
როგორც სასულიერო პირები აცხადებენ, ილოცებენ იმისთვის, რომ აქციის მონაწილეებს გონება გაეხსნათ.
ამასთან, უახლოეს ხანში მათ თავისუფლების მოედანზე ის სასულიერო პირები და მრევლი შეუერთდებინა, რომლბმაც მსვლელობა ფილარმონიიდან დაიწყეს.