ხვადასხვა ეკლესიის მრევლი და სასულიერო პირები ლოზუნგით - "სრულიად საქართველოს სახალხო დარბაზი" ამ წუთებში რუსთაველის პროსპექტზე მსვლელობას აწყობენ.
როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, მსვლელობა რამდენიმე წუთის წინ, ფილარმონიიდან დაიძრა და პარლამენტის შენობასთან დასრულდება.
მსვლელობაში რამდენიმე ასეული ადამიანი მონაწილეობს, რის გამოც რუსთაველის გამზირზე მოძრაობა შეწყვეტილია.
აღსანიშნავია, რომ მსვლელობას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები მიაცილებენ.
ამ ფორმით სასულიერო პირები და მრევლი ლგბტ აქტივისტების მიერ ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დაგეგმილ ფელშმობს აპროტესტებენ.
ამასთან, მსვლელობის მონაწილეთა მოწოდებაა, ფლეშმობი 13:00 საათზე ავტომანქანის მძღოლებმა საყვირებით გააპროტესტონ.