მეტროსადგურ "თავისუფლების მოედნის" წინ მოძრაობა გადაიკეტა. აღნიშნული გადაწყვეტილება სამართალდამცავებმა მიიღეს. ადგილზე რამდენიმე ათეული პოლიციელი იმყოფება.
რაც შეეხება პარლამენტთან მყოფ ხალხს, მათ "თავისუფლების" მეტროსთან გადაინაცვლეს. ისინი დგანან პოლიციისა და ჯებირების პირისპირ და წინ სასულიერო პირები არიან განლაგებული.
იმ ტერიტორიაზე, სადაც ფლეშმობია დაგეგმილი, სპეცრაზმიც გამოჩნდა, რომელიც ამ დროისთვის მთავრობის კანცელარიის ეზოშია მობილიზებული.
ჰომოფობიის წინააღმდეგ მიმართული ფელშმობი პარლამენტის შენობასთან 13.00 საათისთვის არის დაგეგმილი.
ამასთან, ფილარმონიიდან რუსთაველის გამზრისკენ სასულიერო პირებისა და მრევლის მსვლელობა იმართება, მოძრაობა აღნიშნულ მონაკვეთზეც გადაკეტილია.