ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე სასულიერო პირების მიერ დაგეგმილი აქციის მონაწილეები იკრიბებიან.
აქციის მონაწილეები დღეს რუსთაველის გამზირზე ჰომოფობიის წინააღმდეგ დაგეგმილი აქციის გამართვას აპროტესტებენ, რომელსაც ლგბტ პირებიც უნდა შეუერთდნენ.
ფილარმონიასთან აქცია 11:00 სთ-ზე დაიწყება. სასულიერო პირები და მათი მხარდამჭერები მსვლელობით რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლებენ.
პარლამენტის ყოფილი შენობის წინ ჰომოფობიის წინააღმდეგ მიმართული აქცია 13:00 სთ-ზე დაიწყება.
ამ წუთებში სამართალდამცველები რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობას ზღუდავენ.