პარლამენტთან შეკრებილ ხალხსა და პოლიციის თანამშრომლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება გამოიწვია პარლამენტთან ჯებირების მიტანამ. პარლამენტთან შეკრებილმა სასულიერო პირებმა პოლიციის თანამშრომლებს განუცხადეს, რომ ისინი ჯებირების განთავსების საშუალებას არ მისცემდნენ, რადგან ამით სექსუალურ უმცირესობათა აქციის ჩატარებას ხელი შეეწყობოდა.
ამის შემდეგ სასულიერო პირებსა და პოლიციის თანამშრომლებს შორის კონსულტაცია გაიმართა. სასულიერო პირები, პარლემენტის შენობის წინ ჯებირების განთავსებას არ დათანხმდნენ. მათი თქმით, სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლების აქცია დაუშვებელია.