ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, კონსულტანტი სამართლებრივ და კონსტიტუციურ საკითხებსა და ადამიანის უფლებებში, თომას ჰამარბერგი იმედოვნებს, რომ დღეს "იდენტობის" მიერ დაგეგმილ აქციაზე არანაირი ძალადობა არ იქნება.
როგორც ჰამარბერგმა გუშინ ჟურნალისტებს განუცხადა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველას შეეძლოს საკუთარი აზრის გამოხატვა ძალადობის გარეშე. "ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ნებისმიერი ადამიანის უფლებებს, ვინც უნდა იყვნენ ისინი და უარი ვთქვათ მათ დისკრიმინაციაზე", – აღნიშნა ჰამარბეგმა.
ჰამარბერგი გუშინ ორგანიზაცია "იდენტობისა" და ლგბტ ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის ინიციატივით გამართულ მრგვალ მაგიდას დაესწრო, სადაც საქართველოში ლგბტ ადამიანთა მდგომარეობასა და დღეს დაგეგმილ აქციაზე იმსჯელეს.