საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მთავრობის წევრებთან ერთად ქაშუეთის ეკლესიაში ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცების პანაშვიდს დაესწრო.
პრემიერი ეკლესიაში მეუღლესთან ეკა ხვედელიძესთან, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიასთან, განათლების მინისტრ გიორგი მარგველაშვილთან, შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და მთავრობის სხვა წევრებთან ერთად მივიდა.
შეგახსენებთ, რომ ავღანეთში ქართულ ბაზაზე განხორციელებული ყველაზე მასშტაბური თავდასხმის შედეგად სამი ქართველი ჯარისკაცი - კაპრალი ალექსანდრე კვიწინაძე, უმცროსი სერჟანტი ზვიად დავითაძე და კაპრალი ვლადიმერ შანავა დაიღუპნენ.