პარლამენტის პლენარული სხდომა ოპოზიციის მხრიდან პროცედურული წინააღმდეგობით დაიწყო. უმცირესობის წევრებმა რეგისტრაციის პროცესი განზრახ არ გაიარეს. შედეგად ტაბლოზე 69 დეპუტატი დაფიქსირდა. პარლამენტის სხდომის გახსნისთვის საჭირო ქვორუმი კი 76 კაცია.
პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა 15 წუთიანი შესვენება გამოაცხადა, რის შემდეგაც ხელახალი რეგისტრაცია ჩატარდება.
სესია "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის განხილვით უნდა განახლდეს, რომელსაც უმცირესობა პროცედურული ხერხების გამოყენებითაც ებრძვის. შედეგად, რიგით მესამე სესიაა, რაც მას პარლამენტი პირველი მოსმენით იხილავს და კენჭისყრამდე ვერ მიდის.