შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელობა ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს პოლ ფურსტს და ფილიპ ვანდელბულკეს შეხვდა.
შეხვედრაზე, შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა დავით სუჯაშვილმა სტუმრებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მათ მიმდებარე ზონებში არსებული ვითარება გააცნო. საუბარი შეეხო ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატებში განხილულ თემებს. ასევე, ყურადღება დაეთმო ევროკავშირის მონიტორინგის მისიის როლზე საქართველოში და მათი მანდატის სამომავლოდ გაგრძელების აუცილებლობაზე.
საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელობამ ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ოკუპაციის ხაზზე და მიმდებარე ზონებში ბოლო პერიოდში რუსი მესაზღვრეების მიერ საქართველოს მოქალაქეების გახშირებული დაკავებებისა და მავთულხლართების ფიქსაციის უკანონო ფაქტებზე. საუბარი ასევე შეეხო მსოფლიო თანამეგობრობის და საერთაშორისო ორგანიზაციების ზემოთხსენებული პრობლემებით დაინტერესების აუცილებლობაზე და მათი როლის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე.