საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე თბილისის მერიასა და ხელისუფლებას მიმართავს, 17 მაისისთვის დაგეგმილ აქციაზე გაცემული ნებართვა გააუქმოს. 17 მაისისი აქციასთან დაკავშირებით პატრიარქის განცხადება
მედიის წარმომადგენლებს პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა გააცნო.
"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ამა წლის 17 მაისი რუსთაველის გამზირზე დაგეგმილია სექსუალური უმცირესობებისა და მათი მხარდამჭერების შეკრება, რომელიც მიზნად ისახავს არა ამ ადამიანების რეალური პრობლემების მოგვარებას, არამედ თემით სპეკულირებას, რადგან ფაქტია, რომ ჩვენს ქვეყანაში დამკვიდრებული ტრადიციული აზროვნების მიუხედავად, მათ შეუზღუდავად შეუძლიათ წარმართონ თავისი პირადი ცხოვრება. ფაქტია ისიც, რომ არის ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები, რომელიც საერთოა ყველა დროსაა და სივრცეში, მათ შორის არის ზნეობრივი კანონები. ყველა რელიგია და მეცნიერული მიმართულებები (ფსიქოლოგია, მედიცინა) ჰომოსექსუალიზმს ანომალიად და დაავადებად მიიჩნევს (რა თქმა უნდა არ ვგულისხმობთ ახლად შექმნილ ფსევდო მეცნიერულ შეხედულებებს).
ეკლესია ასეთი მიდრეკილებესის მქონე ადამიანებს განიხილავს მეტად მძიმე ცოდვაში მყოფ პიროვნებებად, რომელთაც დახმარება და გამოსწორებისათვის სულიერი თანადგომა სჭირდებათ და არა წახალისება და მითუმეტეს მათი მდოგმარების მოსახლეობისათვის თავსმოხვევა. ეს იგივეა, რომ მოგვწონდეს ნარკომანიის ქმედება და თანაც ნარკომანიის საყოველთაო აფიშირებას ვახდენდეთ. ჩვენს ხალხს სულ სხვა სულისკვეთება აქვს და ამიტომაც გასაგებია მათი მძაფრი პროტესტი კონკრეტულად ამ და ზოგადად და ასეთი შეკრებების მიმართ. ჩვენი მოქალაქეები ამაში ხედავენ უმრავლესობის უფლებების დარღვევას, მათი ტრადიციების, სარწმუნოებისა და ზოგადად აზროვნების წესის შეურაცხყოფას. ვფიქრობ, მერიამ და ხელისუფლებამ უნდა გაითავლისწინონ ეს და გააუქმონ ჰომოსექსუალებისთვის მიცემული ნებართვა დემონსტრაციზე, მითუმეტეს, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში საყოველთაო გლოვაა მოყვასისთვის თავგანწირული ვაჟკაცებისა. შევნიშნავ იმასაც, რომ საერთაშორისო კონვენციები ცალსახად იძლევიან იმის უფლებას, რომ "საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით უწესრიგობისა და დანაშაულის თავიდან აცილების, სხვათა უფლებების და ღირსების დაცვის მიზნით შეიძლება შეიზღუდოს გამოხატვის თავისუფლება", - ნათქვამია საქართველოს პატრიარქის განცხადებაში.