ევროვიზიის კონკურსზე ქართველი მომღერლები სიმღერას ავღანეთში დაღუპულ ქართველ ჯარისკაცებს მიუძღვნიან. ამის შესახებ ნათქვამია საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
"2013 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ქართველი მონაწილეები სოფო გელოვანი და ნოდიკო ტატიშვილი ავღანეთში ქართველი ჯარისკაცების დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამენ.
სოფო და ნოდიკო, დღეს, ევროფესტივალის მოერე ნახევარფინალურ საღამოზე მე-15 ნომრად წარდგებიან მაყურებლის წინაშე. ისინი ამ დღეს ორმაგ პასუხისმგებლობას გრძნობენ. ევროვიზიის კონკურსზე მათ მიერ შესრულებული სიმღერა "Waterfall" დაღუპულ ქართველ ჯარისკაცებს მიეძღვნებათ", - ნათქვამია განცხადებაში.