"ლეიბორისტული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერის გიორგი გუგავას აზრით, პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს აღიარებას აპირებს.
"შევარდნაძე-სააკაშვილის იდეურ-პოლიტიკური მემკვიდრე ივანიშვილი აგრძელებს წინამორბედების მიერ დაწყებული ქვეყნის დაშლის მოღალატეობრივი გეგმის განხორციელებას და საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, აპირებს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას. პრემიერმა ივანიშვილმა ამის შესახებ არა მხოლოდ საჯაროდ განაცხადა, არამედ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის მოსურნე ანტი-ეროვნული ჯგუფები შემოიკრიბა და კონკრეტულ ქმედებებსაც ახორციელებს. დარწმუნებული ვართ, ქართველი ხალხი არ დაუშვებს საქართველოს დაშლის საბოლოო გაფორმებასა და საპრეზიდენტო არჩევნებზე საკადრის პასუხს გასცემს ანტი-სახელმწიფოებრივ ოლიგარქიულ ხელისუფლებას", - განაცხადა გუგავამ.