საპარლამენტო უმცირესობის წევრი ტარიელ ლონდარიძე ბიძინა ივანიშვილს პუტინისგან, ხოლო უმრავლესობის წევრებს პრემიერის ზეგავლენისგან განთავისუფლებისკენ მოუწოდებს.
მისივე თქმით, "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებში უმრავლესობის დეპუტატები ვერ გარკვეულან და არ იციან თუ რომელ საზღვარზეა საუბარი.
"გუშინდელმა საუბარმა დამარწმუნა იმაში, რომ ზაქარია ქუცნაშვილი არ არის გარკვეული, რომელ საზღვარზეა საუბარი. საუბარია სახელმწიფო საზღვარზე და არა იმ საზღვარზე, რომელიც ოკუპაციამ გაავლო ჩვენსა და აფხაზეთს შორის. "ოკუპაციის შესახებ" კანონში ცვლილებების მიღება უკან გადაგმული ნაბიჯია. პუტინის პოზიციების გაძლიერება იქნება,"- განაცხადა ლონდარიძე.
"ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონპროექტის განხილვას დეპუტატები დღევანდელ სესიაზე გააგრძელებენ.