ახალმა მთავრობამ აღკვეთა ელიტარული კორუფცია, - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს სასტუმრო "თბილისი მარიოტში" გააკეთა, სადაც კონფერენცია მიმდინარეობს, თემაზე - "აზიისა და ევროპის დაკავშირება: რეგიონალური ეკონომიკური ინტეგრაცია სამხრეთ კავკასიასა და აზიაში."
პრემიერის თქმით, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი გადასახადებია მთელ მსოფლიოში და კონსოლიდირებული გადასახადი 16%-ს შეადგენს:
"ქვეყანაში არ არსებობს წვრილმანი კორუფცია, ახალმა მთავრობამ აღკვეთა ელიტარული კორუფცია და ამას აღარ დავუშვებთ. ხელსაყრელი საგადასახადო გარემო და დაბალი კომლექსური გადასახადი, მოქნილი საბაჟო სისტემა და კარგი საინვესტიციო ბაზა ბიზნესს მოიზიდავს საქართველოში", - განაცხადა ივანიშვილმა.