საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ცენტრალური აზიისა და კავკასიის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ კონფერენციას ესწრება, რომელიც სასტუმრო "თბილისი მარიოტში" მიმდინარეობს.
კონფერენციის თემაა, რეგიონალური ეკონომიკური ინტეგრაცია სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში და მის მონაწილეებს პრემიერ-მინისტრი სიტყვით მიმართავს.
ღონისძიებაში მონაწილეობს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ცენტრალური და სამხრეთ აზიის რეგიონში ლინ ტრეისი. კონფენერცია ამერიკის საელჩოს პოლიტიკურ-ეკონომიკური განყოფილების ხელმძღვანელმა ალან მელცერმა გახნა.
კონფერენციას ასევე ესწრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ევროკავშირის ელჩი საქართველოში ფილიპ დიმიტროვი.
კონფერენციის პირველი ნაწილი მედიისთვის ღიაა.