სოფელ დუისის სასაფლაოზე ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილთა მშობლები და ახლობლები იკრიბებიან. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი დუისიდან იუწყება , დღეს უნდა მოხდეს კიდევ იმ ოთხი პირის ცხედრის ექსჰუმაცია, რომელიც ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს დაიღუპნენ.
ასევე, დღესვე დაკრძალავენ სამ პირს, რომელთა ცხედრებსაც ექსჰუმაცია 7 მაისს ჩაუტარდა.