"ეს რომ ყოფილიყო 5-6 წლის წინანდელი და ცოტა უფრო მეტი ხნის ამბავი, ცალსახად შემეძლო მეთქვა, რომ ეს იმიტომ, ხდება, რომ კონკრეტულად საქართველოს საჯარისო ფორმირებების გაყვანისკენ ებიძგებინათ საქართველოს ხელისუფლებისთვის - ანუ კოალიციის დასუსტებისთვის", _ აცხადებს ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ავღანეთში ქართველი სამხედროების ბაზაზე მიტანილი იერიშის კომენტირებისას.
"ანალოგიური მოხდა იტალიელების წინააღმდეგ. ზუსტად ამ მოტივით. მაგრამ დღეს მაინც მხოლოდ ვარაუდის გამოთქმა შეიძლება იმიტო, რომ 2014 წელს მოგეხსენებათ გამოდის კონტიგენტი იქიდან საერთოდ. ამასთან ერთად, არ მგონია, რომ ეხლა თალიბების ხელმძღვანელობა მაინცდამაინც ამაზე იყო ორიენტირებული გინდა თუ არა მაინცდამაინც ქართველები გავიდნენ ავღანეთიდან", _ აცხადებს "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში არეშიძე თუმცა იმასაც არ გამორიცხავს, რომ იერიში კონტრეტულად ქართველების წინააღმდეგ იყო მიმართული, თუმცა, არეშიძის განცხადებით "მყარად ამის თქმა გაჭირდება".
"ის ვარანტიც შეიძლება დაუშვას ადამიანმა, რომ რადგანაც საქართველოს ხელმძღვანელობა ზოგიერთი სხვა ქვეყნების ხელმძღვანელობისგან განსხვავების ვთქვათ, ამბობს, რომ მაინც უნდა ვიყოთ ავღანეთში, შეძლება ეს ვარაუდი გამოვთქვათ, რომ ამისთვისაც იყო, მაგრამ მყარად ამის თქმა გაჭირდება. მე მაინც ვფიქრობ, რომ ჩვეულებრივად, მათ მიიტანეს შეტევა კოალიციის სამხედრო ნაწილზე და მაინცდამაინც იქ ვისი დროშა ფრიალებდა ამისთვის დიდი ყურადღება არც მიუქცევიათ. შეიძლება, ქართული ბაზა შედარებით ნაკლებად იყო დაცული და სატვირთო მანქანის შევარდნა უფრო მარტივი იყო ვიდრე სხვა ბაზაზე. მე არ ვარ ამ შემთხვევაში ისეთი კომპეტენტური, რომ ცალსახად შეფასება გავაკეთო", _აცხადებს მამუკა არეშიძე და განმარტავს, რომ: "მე არ ვამბობ, რომ გამოვრიცხავ ვარაუდს იმის შესახებ რომ ეს გამიზნულად, ქართველ სამხედროებზე მიტანილი იერიში იყო. ეს ვარაუდის დონეზე შეიძება ყოფილიყო ასე და საქართველოში არიან სამხედრო ექსპერტები, რომლებიც ამ ვარაუდს მაღალი ალბათობით უშვებენ, მაგრამ მე ასეთი დარწმუნებით უბრალოდ ვთქვა არ შემიძლია", _ აცხადებს ექსპერტი სააგენტოსთან საუბარში.