ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის შენობასთან ფართომასშტაბიანი აქცია - "აირჩიე დემოკრატია" გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორები გენდერული თანამშრომლობის ქსელი და ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის არიან.
აქციის მიზანი მოსახლეობის, პარლამენტისა და მთავრობის წევრების ინფორმირება გენდერული თანასწორობის, გენდერული კვოტირებისა და ქალთა პოლიტიკურად გაძლიერების მექანიზმებზე იყო.
"ჩვენ გვინდა ქვეყანაში მიღწეული იქნას თანასწორობა და პარლამენტმა მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში დემოკრატიული ღირებულებებისა და ფასეულობების დამკვიდრებას", - განაცხადა გენდერული თანასწორობის ქსელის ხელმძღვანელმა მანანა მებუკემ.
დღევანდელ აქაციაზე ქუთაისში თითქმის ყველა რეგიონიდან ჟურნალისტები და აქტიური ქალბატონები ჩავიდნენ.