საქართველოს მთავრობა მიხეილ სააკაშვილს ინიციატივით მიმართავს, რომ ქართველი სამხედროების ხსოვნის პატივსაცემად, 16 მაისი გლოვის დღედ გამოცხადდეს.
"ქართველი სამხედროების ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს მთავრობა გამოდის ინიციატივით და მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, 16 მაისის გლოვის დღედ გამოცხადების შესახებ",-აღნიშნულია მიმართვაში.
ავღანეთში გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურეების– უმცროს სერჟანტ ზვიად დავითაძის, კაპრალ ალექსანდრე კვიწინაძისა და კაპრალ ვლადიმერ შანავას ცხედრებს სამშობლოში 16 მაისს გადმოასვენებენ.