სასამართლომ შს მინისტრის ყოფილ პირველ მოადგილეს გელა ხვედელიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. შესაბამისი შუამდგომლობა გელა ხვედელიძის ადვოკატმა დააყენა, თუმცა პროკურატურა მისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.
ხვედელიძეს ბრალი სსკ 157-ე მუხლის მესამე ნაწილის დარღვევაში ედება, რაც სხვისი პირადი საიდუმლოების ხელყოფას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ შს მინისტრის პირველი მოადგილე გელა ხვედელიძე ჟურნალისტ გიორგი ფარესაშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების გამო დააკავეს.