თბილისში, მერიისა და საკრებულოს ძველი შენობის რეკონსტრუქციისას 45 წლის ასაკის მამაკაცი გარდაიცვალა. როგორც "ინტერპრენსიუსს" საგანგებო სიტუაციათა სააგენტოს სამაშველო განყოფილების უფროსმა ნოდარ ჭუმბურიძემ შემთხვევის ადგილიდან აცნობა, დაშავდა ასევე ორი პირი, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებაში უკვე გადაიყვანეს.
ჭუმბურიძის განმარტებით, ამ წუთებში ადგილზე გარდაცვლილის ცხედარის ნანგრევიდან ამოყვანის სამუშაოები მიმდინაორებს.
შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ბეტონის ჩასხმის სამუშაოებს აწარმოებდნენ, რა დროსაც კონსტრუქცია ჩაინგრა.