დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი დავით სუჯაშვილი საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე რიკე იშოის შეხვდა.
შეხვედრაზე ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ციხეში საქართველოს მოქალაქეების და საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფი ეთნიკურად ოსი პატიმრების მდგომარეობა განიხილეს.
ასევე ისაუბრეს 90-იანი წლების შეიარაღებული კონფლიქტებისა და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების საკითხი.