საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსად ჟურნალისტ სოფო მოსიძეს ნიშნავენ. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, სოფო მოსიძეს, რომელიც ხათუნა ბერძენიშვილს ჩაანაცვლებს, ოფიციალურად 7 მაისს წარადგენენ.
ამასთან, არხზე საკადრო ცვლილებები მიმდინარეობს. მაუწყებლი დატოვა სამმა პროდიუსერმა - ვახო ხუზმიაშვილმა, ირმა ლორიამ და ტატა გამყრელიძემ.
კიდევ ერთი პროდიუსერი მაკა გაფრინდაშვილი ამ დრომდე საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოვალეობას ასრულებს. დღის საინფორმაციოს პროდიუსერი კი ტელეკომპანია "იმედის" ყოფილი ჟურნალისტი სოფო ზურაბიანი გახდა.
"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, მთავარ პროდიუსერად წამყვანი ეკა მიშველაძე ინიშნება, რომელიც მაუწყებლის თოქ-შოუების პროდიუსერთა ჯგუფს უხელმძღვანელებს.
ამასთან, არხზე 15 მაისს ახალი თოქ-შოუ გავა, რომლის წამყვანიც ინგა გრიგოლია იქნება.