დავით კირვალიძე არ აკონკრეტებს, გამოძიების დასრულების შემდეგ რამდენად შეიძლება დაბრუნდეს სოფლის მეურნეობის სამინისტროში. "ამაზე მერე ვისაუბროთ", – ასე უპახუსა
დავით კირვალიძემ ჟურნალისტების შეკითხვას. ამასთან, ყოფილმა მინისტრმა თავი შეიკავა იმის კომენტირებისგან უკავშირდება თუ არა მისი უწყების თანამშრომლებთან დაკავშირებულ დაწყებული გამოძიება შიდა პოლიტიკურ გაურკვევლობას.
"მარჩიელობა ცუდი საქმეა, ესაა კონკრეტული ძიების საკითხი, დაველოდოთ არანაირი ხელისშეშლა და ზეწოლა ამაზე არ შეიძლება, აქედან გამომდინარე, მოგიწოდებთ ნუ ვიჩქარებთ, გავითვალისწინოთ ერთი რამ – უდანაშაულობის პრეზუმფცია. მე კიდევ ერთხელ ვადასტურებ იმას, რომ მიმდინარე მოვლენებზე ვიღებ ჩემს წილ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, გამომდიმარე იქიდან, რომ ყველა ამ ადამიანს დიდი პატივს ვცემ, მათი უმრავლესობა ჩემი პირადი მეგობარია, მასწავლებლებიც არიან. მოუთმენლად ველი, რომ დროზე დასრულდეს გამოძიების პროცესი, გაირკვეს სიმართელე", - განაცხადა კირვალიძემ.
მისივე განმარტებით, ის დარწმუნებულია, რომ "ეს მალე მოხდება და ყველაფერი კარგად დასრულდება".
კირვალიძის განმარტებით, უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, რაც მისივე სურვილის საფუძველზე მოხდა, პრემიერ-მინისტრთან აღარ უსაუბრია. სამართალდამცავებმა სასოფლო-სამუენეო ბართების კანონსაწინააღმდეგოდ გამოყენების ბრალდებით სოფლის მეურნეობის სამინისტროს რამდენიმე თანამშრომელი დააკავეს.
მთვრობის წევრებმა დღეს გამოთქვეს მოსაზრება, რომ გამოძიების დასრულების შემდეგ შესაძლოა, კირვალიძე თანამდებობაზე დაბრუნდეს.