ცხინვალის ციხიდან გათავისუფლებული ხუთი არასრულწოვანი სოფელ კორბოულში დაბრუნდა

ცხინვალის ციხიდან გათავისუფლებული ხუთი არასრულწოვანი სოფელ კორბოულში დაბრუნდა

ცხინვალის ციხიდან გათავისუფლებული ხუთი არასრულწოვანი სოფელ კორბოულში დაბრუნდა. "ინტერპრესნიუსის" რეგიონული კორესპონდენტის ინფორმაციით, მოლაპარაკებების საფუძველზე , ოსურმა მხარემ კორბოულის 11 მკვიდრიდან ხუთის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.

ქართველმა სამართალდამცავებმა გათავისუფლებული მოზარდები სოფელ კორბოულში რამდენიმე წუთის წინ ჩაიყვანეს.

ცხინვალის საპყრობილეში, ამ დროისთვის, კორბოულის მიმდებარე ტერიტორიიდან დაკავებულთაგან ექვსი ადამიანი რჩება, მათ შორის ერთი ქალბატონი- მარიამ კაპანაძეა.
აღსანიშნავია, რომ მარიამ კაპანაძესთან ერთად დაკავებული იყო მისი შვილი, რომელიც გათავისუფლებულია.