ირაკლი ალასანია:     კირვალიძის გადადგომას ყველა განვიცდით, პირველ რიგში კი, პრემიერ-მინისტრი

ირაკლი ალასანია: კირვალიძის გადადგომას ყველა განვიცდით, პირველ რიგში კი, პრემიერ-მინისტრი

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ სოფლის მეურნეობის სამინისტრო დატოვა. როგორც ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, დავით კირვალიძესთან მთავრობის სხდომაზე გასაუბრება ვერ მოახერხა და სამინისტროში ამიტომ მივიდა. 

"მე მთავრობის სხდომაზე დათოსთან დალაპარაკება ვერ მოვასწარი. დღეს მივლინებაში მივდივარ და გამგზავრებამდე შემოვუარე. მომიყვა, როგორ მიიღო თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება. მართლაც ვაჟკაცური გადაწყვეტილებაა, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა თავის თავაზე აიღო", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

მისივე განმარტებით, დავით კირვალიძის გადადგომას ყველანი განიცდიან, პირველ რიგში კი - პრემიერ-მინისტრი.

"მის გადაწყვეტილებას ყველანი განვიცდით, პრემიერ-მინისტრი კი პირველ რიგში, თუმცა დათო კირვალიძე გააგრძელებს ამ პერიოდში რჩევების მოცემას და დარწმუნებული ვარ, რომ გამოძიება ობიექტურ ჭეშმარიტებას დაადგენს", - აღნიშნა ალასანიამ.

დავით კირვალიძემ თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება დღეს გააკეთა.