იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს სჯერა რომ დავით კირვალიძე კანონთან მართალია. ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ თეა წულუკიანმა განუცხადა.
"დღეს ჩემთვის, როგორც მთავრობის ერთ-ერთი წევრისთვის არის მძიმე დღე, იმიტომ რომ, ჩვენ გამოგვაკლდა ჩვენი ერთ-ერთი კოლეგა - დავით კირვალიძე. ის ამბავი, რომ სამართალდამცავი ორგანოების ინტერესის საგანი იყო სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ჩემთვის, როგორც ამბავი ცნობილი იყო, მაგრამ რამდენიმე ჩინოსნის დაკავების შესახებ გუშინ მედიიდან გავიგე და არ ვიცნობ სისხლის სამართლის მასალებს, ამიტომ ამაზე კომენტარის გაკეთება არ შემიძლია", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
დავით კირვალიძემ თანამდებობა დღეს დატოვა.